სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღევანდელი საღამო ისევ რთული იქნება... ეს ღამე თავშესაფრებში გაატარეთ" - კლიჩკოს მიმართვა მოსახლეობას

დღევანდელი საღამო ისევ რთული იქნება... ეს ღამე თავშესაფრებში გაატარეთ, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო!

დღევანდელი საღამო ისევ რთული იქნება. ამიტომ, ჩვენი დამცველები დედაქალაქის დასაცავად ემზადებიან. კიევი მოგიწოდებთ, ეს ღამე თავშესაფრებში გაატაროთ. მტერი სატანაა. ისინი მშვიდობიან სახლებს ესვრიან, განაგრძობენ ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე, არის დიდი ზარალი - როგორც ადამიანური, ისე სამხედრო აღჭურვილობა. როგორც ჩანს, რუსები არ ელოდნენ უკრაინელი ხალხის ასეთ სულისკვეთებას, არც სამხედროს და არც სამოქალაქოს.

ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან მთელ უკრაინაში. ჩვენი ხალხი ქვეყნის დასაცავად შეიკრიბა. მტერი კიევის გარღვევას ცდილობს. ჩვენი მოქალაქეები კი აგრესორისთვის შესაბამისი პასუხის გასაცემად ემზადებიან.

დღეს მე ვიყავი იმ მეომრებთან, რომლებიც კიეველებს ტერორისტების მოგერიებაში ეხმარებიან, რათა ისინი ჩვენს ქალაქში ვერ შემოვიდნენ. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

აქვე, კიევის მოსახლეობას შევახსენებ, რომ ხვალ, დილის 8 საათზე კომენდანტის საათი დასრულდება. ის გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო გამოცხადებული - 22:00-დან 07:00 საათამდე. ასე რო, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. გთხოვთ, ყველამ დაიცვათ წესები. დაშვებულ საათებშიც კი, გარეთ გადით მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის. დაეხმარეთ მოხუცებსა და მარტოხელებს, ვისაც ეს სჭირდება.

ასვე, საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო დედაქალაქში მუშაობა იმ კიეველებისთვის, ვისაც დახმარება სჭრდება, მათ სურსათსა და აუცილებელ ნივთებს მივაწვდით, გვეხმარება ბიზნესიც. მადლობა ყველას, ვინც ზრუნავს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ომს არამხოლოდ სამხედრო, არამედ საინფორმაციო იარაღითაც. ისინი ქმნიან ხელისუფლების წარმომადგენელთა ყალბ გვერდებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას. დღეს ჩემი სახელით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კიევი ალყაშია და ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია. ეს ტყუილია! არ დაიჯეროთ! ენდეთ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.

ყველანი ერთად ვდგავართ. უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება ჩვენს ჯარს, დიდება ჩვენს მოქალაქეებს! დიდება უკრაინას!, - აცხადებს კლიჩკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100