რატომ მიემგზავრება ღარიბაშვილი აშშ-ში?
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები.
"ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვიზიტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ჩვენ გვექნება მუშაობა და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ხელი შეეწყობა მის გაღრმავებას და წინსვლას",
- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.
კომენტარი