პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში
თეგეტა
აკადემიაში
ავტომექანიკოსების
პირველი
პროფესიული
პროგრამა
დასრულდა.
2 წლიანი
თეორიული
და
პრაქტიკული
სწავლება
კურსის
11-მა
მონაწილემ
წარმატებით
გაიარა
და
პროფესიული
კვალიფიკაციის
დამადასტურებელი
დიპლომი
მიიღო.
კურსდამთავრებულები
პირველი
დიპლომირებული
ავტომექანიკოსები
არიან
საქართველოში,
რომლებსაც
აქვთ
შესაძლებლობა
დაიწყონ
საქმიანობა
ავტოტრანსპორტის
ელექტრო
და
ელექტრონული
სისტემების
სერვისის
მიმართულებით.
თითოეულმა
დასაქმების
შეთავაზება
თეგეტა
მოტორსისგანაც
მიიღო.
პროფესიულ
პროგრამაზე
„ელექტრო
და
ელექტრონული
სისტემების
შეკეთება“
სწავლა
პირველმა
ნაკადმა
2019 წელს
დაიწყო.
კურსი
დუალური/სამუშაოზე
დაფუძნებული
სწავლების
პრინციპზეა
აგებული,
რაც
თეორიულთან
ერთად
პრაქტიკული
ნაწილის
თეგეტა
მოტორსთან
ერთად
განხორციელებას
გულისხმობს.
სწავლების
თეორიული
ნაწილი
8 თვეს
გრძელდება
და
კოლეჯის
ბაზაზე
მიმდინარეობს.
პრაქტიკული
კომპონენტი
კი
თეგეტა
მოტორსში
ხორციელდება,
სტაჟირება
ანაზღაურებადია.
პროგრამა
წელიწადსა
და
რვა
თვეს
მიმდინარეობს,
რომლის
დასრულების
შემდეგ
სტუდენტები
თეორიასა
და
პრაქტიკაში
ორკომპონენტიან
საკვალიფიკაციო
გამოცდას
აბარებენ.
შედეგად
კი
პროგრამის
მონაწილეები
მსუბუქი
ავტომობილის
შეკეთებაში
საბაზო
პროფესიული
კვალიფიკაციის
(ელექტრომექანიკოსის)
დამადასტურებელ
დიპლომს
იღებენ.
„თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული
კოლეჯის
სტატუსით,
საგანამანათლებო
საქმიანობის
განხორციელების
უფლება
მოიპოვა.
მისი
მიზანი
პროფესიული
განათლების
ხელშეწყობა
და
კონკურენტუნარიანი,
საავტომობილო
ინდუსტრიისთვის
მაღალკვალიფიციური
სპეციალისტების
მომზადებაა.
კომენტარი