10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულად დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების მოგვარების გზებიც იპოვნოთ. თუმცა ნებისყოფის დაძაბვისა და მაქსიმალური შრომისუნარიანობის გარეშე, წარმატების შანსი, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ.
კურო. დღეს რაიმე კონკრეტული საქმით ნუ დაკავდებით, უმჯობესია ზოგადი საქმიანობით დაკავდეთ. შეეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგამჩნევენ და დაინტერესდებიან თქვენით. იაქტიურეთ და გულწრფელი იყავით გარშემომყოფებთან.
ტყუპები. დღეს უმჯობესია ისეთი საქმით დაკავდეთ, რომლის გაკეთებასაც უკვე დიდი ხანია არიდებთ თავს. რაც არ უნდა მოხდეს მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ, თუ რამე არ გამოგდით დღეს, აუცილებლად გამოგივათ ხვალ.
კირჩხიბი. დღევანდელ დღეს ნუ განახორციელებთ გრანდიოზულ საქმეებს და ღონისძიებებს. დღე უმჯობესია დაუთმოთ დაგეგმარებას, ვიდრე განხორციელებას. ნუ შეგეშინდებათ ზოგიერთ საკითხებში სისუსტის გამოვლენა, იყავით ლმობიერნი ოპონენტების მიმართ. წინ სერიოზული ცვლილებები გელით.
ლომი. ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმეების წამოწყების. მხოლოდ ახალ საქმეებში შეძლებთ თვითრეალიზაციას და დიდი წარმატების მიღწევას. მიენდეთ ინტუიციას, ის არ გიღალატებთ.
ქალწული. პრობლემები მალე უკან დარჩება, შეეცადეთ დღეს მაქსიმალურად კომუნიკაბელური იყოთ. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას.
სასწორი. დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საქმეეებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და დაუმთავრებელი მიატოვეთ. თუ ვინმესგან უხეშობას იგრძნობთ შეეცადეთ თავი შეიკავოთ და იგივეთი ნუ უპასუხებთ.
მორიელი. დღეს შესაძლებელია თქვენს მიერ დაგეგმილი საქმეები ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. რთული იქნება გარკვევა თუ რა ხდება. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, უმჯობესია ყველაფერი აწონ დაწონოთ.
მშვილდოსანი. თქვენზე დღეს ბევრია დამოკიდებული. ცუდი განწყობა და ხასიათი შესაძლებელია კონფლიქტის საბაბი გახდეს როგორც ოჯახში ისე სამსახურში. გახსოვდეთ, რომ თქვენ თვითOნ ხართ თქვენი ბედის შემოქმედი, და რომ თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სცადეთ დღეს ღიმილი აჩუქოთ ვინმეს და იგი თქვენ დაგიბრუნდებათ.
თხის რქა. დღევანდელი დღე, პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის. კარგი დღეა სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასასვლელად.
მერწყული. დღეს საუკეთესო იქნება თუ დროს საკუთარ თავს და საკუთარ გატაცებებს დაუთმობთ. ნუ დახარჯავთ მთელს ძალებს პროფესიულ საქმიანობაზე, კარგი იქნება თუ დროს და ენერგიას შემოინახავთ სასიამოვნო საქმეეების გასაკეთებლად.
თევზები. შეეცადეთ არ წამოეგოთ თქვენი პოტენციური პარტნიორის შარმს და მომხიბვლელობას. კარგი დღეა მუშაობისათვის. შეეცადეთ დღეს ყველაფერი რეალურად აღიქვათ, ნუ შეეცდებით ირეალურისკენ სწრაფვას.
კომენტარი