სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვინც ამ ფილმის სანახავად წავა გეია..." - ბრეგაძე And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფილმის And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება.

როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, მიმდინარე წლის "8 ნოემბერს დაგეგმილია გეი პროპაგანდისტული ფილმის პრემიერა, რასაც ისინი არ დაუშვებენ“.

„ჩვენ გვავაქვს ქართველი ერის ურყევი ნება და უმრავლესობის მხარდაჭერა, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა არის გეი პროპაგანდის და გარყვნილების წინააღმდეგი. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლურურად მშვიდობიანად, ისე როგორც მაჰათმა განდი იბრძოდა კოლონიზატორების წინააღმდეგ. ჩვენგან კომბლები გამორიცხული იქნება“- გვითხრა ბრეგაძემ.

მისი თქმით, აქცია-პერფორმანსის დეტალები ახლა დგინდება.

„ჩვენ გვაქვს ორი მიზანი - გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენების ჩაშლა და მეორე მიზანი, ეს აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს. ვინც ამ ფილმის სანახავად წავა - გეია ან ადამიანები, რომლებიც გეიპროპაგანდას უჭერენ მხარს“- აცხადებს ბრეგაძე.

მისი მტკიცებით, გარკვეულმა ჯგუფმა 6 000 ბილეთი შეიძინა და „გაუთვიცნობიერებელ ადამიანებს უფასოდ ურიგებენ“.

„ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სმინისტროს დაუკავშირდა სადაც აღნიშნეს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100