რუსული „Тигр“–ი ბრაზილიის სპეცრაზმში
ბრაზილია, უახლოეს მომავალში, რუსეთთან ხელშეკრულების დადებას აპირებს მრავალფუნქციური შეჯავშნული მანქანების „Тигр“ СПМ-2–ის პარტიის შეძენის თაობაზე. ჯერ კიდევ გასულ თვეს, ამ სახის საბრძოლო მანქანის შეძენაზე რუსეთთან ხელშეკრულება ურუგვაიმ გააფორმა. ამ საბრძოლო მანქანამ ბრაზილიის პოლიციის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ერთერთ ბაზაზე, რიო–დე–ჟანეიროში, გამოცდის სრული ციკლი გაიარა.
ბრაზილიელებმა „Тигр“–ის შესაძლებლობებს მაღალი შეფასება მისცეს. მას აქვს დამატებითი აღჭურვილობა, კარგად მანევრირებს მთაგორიანი რელიეფის პირობებში, გაძიერებული აქვს ჯავშანი, აღჭურვილია კონდიცირების უახლესი სისტემით, მაქსიმალური სიჩქარეა 140კმ/სთ, გათვლილია 9 კაციან ეკიპაჟზე. ამჟამად, „Тигр“–ის რამდენიმე მოდელის სერიული წარმოება მიმდინარეობს, ესენია: ГАЗ-233034 СПМ-1, ГАЗ-233036 СПМ-2, Р-145БМА, ВПК-23314 „Тигр-М“.
კომენტარი