სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თამაზ სუხუმსკი“ და „ჯიჯიკი“ აფხაზ კრიმინალებს ანქვაბის სასარგებლოდ რაზმავენ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს აფხაზური მედია წარსულს “უქექავს.” პრეტენდენტებს შორის ჯერჯერობით, ყველაზე დადებით იმიჯს სერგეი შამბა ინარჩუნებს. ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა კი კორუფციულ გარიგებებსა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში არიან “ბრალდებულები.”

აფხაზეთში დღეს ამბობენ, რომ ხაჯიმბა ადრეც მფარველობდა და ახლაც მფარველობს კრიმინალურ ბიზნესს. სწორედ მის სახელს უკავშირებენ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის ისეთ “მიღწევებს,” როგორიცაა სანატორიუმებისა და პანსიონატების პრივატიზება ან საწარმოების მიზერულ ფასად გასხვისება ისეთ პირებზე, რომლებსაც აფხაზეთში არავინ იცნობს. ხაჯიმბას “აქტივში” მოიაზრება სხვადასხვა დროს განხორციელებული პოლიტიკური მკვლელობებიც, რომლის გამოც პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული. ერთ-ერთი აფხაზური გაზეთის, “ნუჟნაიას” მთავარი რედაქტორი აღნიშნავს, რომ ხაჯიმბა ძალიან სუსტი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც კორუფციასთან ასოცირდება და რომელიც, თუკი ლიდერის პოზიციას დაიკავებს, მართვას “ამ ნაცნობი” მეთოდებით გააგრძელებს.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ალექსანდრე ანქვაბს, მის მიმართ “ბრალდებები” უფრო მარავალფეროვანია და კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირებზე მიუთითებს. როგორც ცნობილი გახდა, საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც აფხაზეთის საარჩევნო კომისიაში ანქვაბის კანდიდატურა წარადგინა, კრინიმალური ავტორიტეტი თემურ ჩაგავა, მეტსახელად ჯიჯიკი ხელმძღვანელობს. ჯიჯიკი სოფელ აგუძერაში, ცოტა ხნის წინ, იატაკქვეშა კაზინოების მფარველად მოიაზრებოდა. ამის შესახებ ყველა საქმის კურსში იყო, თუმცა კრიმინალის ხელის ხლება, სწორედ ხაჯიმბას ფაქტორის გამო, ვერავინ შეძლო.

ანქვაბის რეპუტაციაზე ძალიან ცუდად იმოქმედა ივლისში გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გალის რაიონში ანქვაბის კანდიდატურის აგიტაცია-პროპაგანდას ასევე ცნობილი კანონიერი ქურდი, ინვალიდის სავარძელში მჯდომი თამაზ ფიფია, იგივე “თამაზ სუხუმსკი” ეწევა.

ალექსანდრე ანქვაბის სახელს უკავშირებენ აფხაზეთში სამშენებლო სფეროში არსებულ კორუფციასაც. და საერთოდ, ანქვაბს დიდი ხანია “რუხ კარდინალად” მოიხსენიებენ და ეჭვის თვალით უყურებენ იმ 5 თავდასხის ფაქტსაც, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის დროს მის წინააღმდეგ განხორციელდა და რომლებსაც ანქვაბი ცოცხალი გადაურჩა. თუმცა არც ამ თავდასხმებში მონაწილე ადამიანები მოუძიებიათ და მითუმეტეს, არც დაუპატიმრებიათ.

ამ მოკლე ბიოგრაფიული ცნობების გათვალისწინებით კი, როგორც გაზეთ “ნუჟნაიას” რედაქტორი აცხადებს, რომ ხაჯიმბამ და ანქვაბმა, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აფხაზეთის მოსახლეობა ჯერ გაღატაკდა, შემდეგ კი შესაბამისად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მივიდა, წესით, დაგემილი არჩევნები უნდა წააგონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100