სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასე იქცეოდა ჰიტლერი, როდესაც მიხვდა, რომ წაგებისთვის იყო განწირული" - რას ცდილობს პუტინი და როგორ შეიძლება აისახოს ომის მიმდინარეობაზე უკრაინის ქალაქების დაბომბვა?

8 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, ყი­რი­მის (ქერ­ჩის) ხიდი აფეთ­ქდა, რო­მელ­საც არა მარ­ტო სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, არა­მედ რუ­სე­თის­თვის ყი­რი­მის ანექ­სი­ის სიმ­ბო­ლო­ცაა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბა ყი­რი­მი­სა და რუ­სე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მთა­ვარ ხიდ­ზე უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი იყო. ოკუ­პან­ტმა რუ­სეთ­მა 10 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლი­დან უკ­რა­ი­ნის დიდ ქა­ლა­ქებ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. მათ შო­რის და­ბომ­ბეს კი­ე­ვი, სა­დაც აფეთ­ქე­ბებს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან ლვო­ვი­დან, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკი­დან, ნი­კო­ლა­ე­ვი­დან, ჟი­ტო­მი­რი­დან, ხმელ­ნიც­კი­დან, კრი­ვოი რო­გი­დან, ზა­პო­რო­ჟი­ე­დან და სლა­ვი­ანსკი­დან. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს თავ­შე­საფ­რებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აფა­სებს: -ის, რაც 10 ოქ­ტომ­ბრის დი­ლი­დან და­ი­წყო, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. პუ­ტინს, რო­გორც 21-ე სა­უ­კუ­ნის ჰიტ­ლერს, სხვა გზა აღარ დარ­ჩე­ნია, გარ­და შუ­რის­ძი­ე­ბი­სა - უკ­რა­ი­ნას მი­ა­ყე­ნოს წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100