თემქაზე CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის არიან არასრულწლოვანები
გვიან ღამით გაზის ინტოქსიკაციით თემქაზე მცხოვრები ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს.
„ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს, რომ მომხდარის კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარია.
„მათ ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი. პირველად გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს და მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია“ - აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.
თემქაზე, გამათბობლის მიერ CO-თი მოწამლულმა ექვსივე პაციენტმა, რომელთაგან ორი მოზარდი იყო, კლინიკები უკვე დატოვა. თემქაზე, „კარმას” ტიპის გამათბობლიდან ნამწვის დაგროვების შედეგად ერთი ოჯახის ექვსი წევრი გვიან ღამით მოიწამლა.
კომენტარი