გიორგი ბარამიძე: საქართველო პირველად მოიხსენიეს, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში საქართველო ნატოს ოფიციალურ დუკუმენტებში პირველად მოიხსენიეს, როგორც ალიანსის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
„თავისთავად ის, რომ საქართველო მოხვდა ჩამონათვალში, სადაც დასახელებული არიან მაკედონია, ჩერნოგორია და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომლებიც ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან, მნიშვნელოვანი ფაქტია“, - თქვა გიორგი ბარამიძემ „რია-ნოვოსტისთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ჩატარებულ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ ქვეყნებში საქართველო დასახელდა aspirant partners სტატუსის მქონე ქვეყნად, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მძაფრი რეაქცია მოჰყვა:
„ასეთი სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის ნატოს მხრიდან, აღვიქვამთ, როგორც საქართველოს ხელისუფლების წაქეზების მცდელობას, რომელსაც, შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამეორება მოჰყვეს“, - ღიად განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა. რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან გამოვლენილ აგრესიას მშვიდად შეხვდა ქართული დელეგაცია.
„სჯობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი პოზიცია თავის პრეზიდენტთან შეათანხმოს, რომელმაც ორჯერ აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა იმიტომ დაიწყო, რათა არ დაეშვა ნატოს გაფართოება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიუსელში.
კომენტარი