გორში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს
გორში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
"ნიუპოსტის"
კორესპოდენტის ცნობით, ჯარისკაცს მუცლის არეში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა
აქვს მიყენებული, რომელიც მკურნალობას კლინიკა "გორმედიში" გადის.
შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სავარაუდო
დამნაშავე დაკავებულია ხოლო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი