სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის Business Online-ი საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტილებად ცნეს

თბილისი, 4 დეკემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ მისი ახალი ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის, Business Online გამარჯვებულად ცნეს ორ ნომინაციაში დაჯილდოების ცერემონიაზე Georgian Information & Communication Technologies 2013 (GITI 2013).

Business Online საუკეთესოდ დასახელდა ნომინაციებში: „საუკეთესო სრულყოფილი ბიზნეს გადაწყვეტილება“ და „საუკეთესო IT ბიზნეს გადაწყვეტილება კორპორაციებისათვის.“ კონკურსში GITI 2013 პროგრამული პროდუქტები წარადგინეს, როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა. ყოველწლიური დაჯილდოება GITI საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მოიცავს მთელი კავკასიის რეგიონს.

საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის, Business Online ცოტა ხნის წინ წარადგინა. Business Online გამორჩეულია მოსახერხებელი დიზაინით, მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე და მისი გამოყენება ძალიან მარტივია. საქართველოს ბანკის ახალ ინტერნეტბანკს ბიზნესისთვის, აქვს სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციები, არის ძალიან სწრაფი და საუკეთესოდ დაცული, საერთაშორისო დაცვის სტანდარტებით. Business online -ით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100