თბილისში, „ქარვასლის“ უკან, მანქანაში მამაკაცის დაცხრილული გვამი იპოვეს
დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, თეთრი ფერის „მერსესედეს ML“-ის ჯიპში სახელმწიფო ნომრით NUL-123 გამვლელებმა ახალგაზრდა მამაკაცი საეჭვო მდგომარეობაში შენიშნეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ავტომანქანის უკანა სავარძელზე 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოჩნდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და, წინასწარი ინფორმაციით, საკონტროლო გასროლითაა მოკლული. გარდაცვლილი იდენტიფიცირებული არ არის. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ზაზიაშვილის ქუჩა თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ უკანა მხარეს, ნაძალადევის რაიონში მდებარეობს. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. არსებობს ვერსია, რომ მამაკაცი სხვა ადგილას მოკლეს, შემდეგ კი მისი ცხედარი მანქანაში დატოვეს.
კომენტარი