სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 მარტს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც და +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი. ღამით +3 იქნება. წვიმაა სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამითაც -4 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექს დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექია მოსალოდნელი ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ახალციხეში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდევი. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში მოთოვს. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მცირე ნალექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +12 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავში ნალექია მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი. სავარაუდოდ დღის ბოლოს იწვიმებს თბილისშიც, მანამდე კი მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100