სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: „მე ვუკეთებდი ლებედს „რასკრუტკას“, როცა ის მიგდებული პოლიტიკოსი იყო“

„ეს ინტერვიუ თავად წაიკითხეთ? რუსული კარგად იცით?“ – ასე შეუბრუნა კითხვა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი რადიოს“ ჟურნალისტს, რომელმაც 1 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე ჰკითხა, რატომ აფინანსებდა ბიზნესმენი გენერალ ლებედს, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომიტინგეთა ჩახოცვასთან. ბიზნესმენმა ტრადიცია არ დაარღვია და მისთვის არასასურველი კითხვის დასმისთანავე ჟურნალისტს მიანიშნა, რომ ეს შეკითხვა მას „დაავალეს“. ამასთან, აღნიშნა, რომ ბროშურაში, რომელიც ჟურნალისტებს პკ–ს დაწყებამდე დაურიგდათ, დაბეჭდილია იმ რუსული ინტერვიუს სრული ვარიანტი, სადაც ის ლებედზე საუბრობს. „მე არ დამიფინანსებია ლებედი. ლებედს კი არა, ელცინს ვეხმარებოდი“, – დაამატა ბიზნესმენმა და ამ თემას შემდეგ არ მიბრუნებია.

„დრონი.ჯი“ დაინტერესდა „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამოცემულ ბროშურაში გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელზეც გუშინ თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანდო წყაროა. სწორედ ამ, ბიზნესმენის მიერ სანდო წყაროდ მიჩნეულ ბროშურაზე დაყრდნობით შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ (და ყველას შეუძლია დარწმუნდეს, ვინც ამ ბროშურას ან ინტერვიუს ინტერნეტვერსიას მოიძიებს), რომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბატონმა ბიძინამ იცრუა, როცა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლებედი არასდროს დაუფინანსებია...

ბროშურის „ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“ 128–ე გვერდზე, სადაც დაბეჭდილია ბიძინა ივანიშვილის მიერ 2005 წლის 7 აპრილს გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს სრული ვერსია (რუსულ ენაზე), სიტყვასიტყვით სწერია:

„– ამბობენ, რომ თქვენ ლებედს ასპონსორებდით.

მე ვუკეთებდი ლებედს „რასკრუტკას“, როცა ის მიგდებული პოლიტიკოსი იყო. მაშინ მე ე.წ. შვიდბანკეულში ჩამრთეს. ელცინის წინასაარჩევნო შტაბში, რომელსაც მაშინ ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არავინ აღიქვამდა.

მე კიდევ ბანკში განვათავსე მისი წინასაარჩევნო შტაბი, ვაფინასებდი მის „რასკრუტკას“. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა კი ყველა თავისი ხმა ელცინს მისცა და ამით მისი გამარჯვება უზრუნველყო. მაშინ მადლობაც არავინ მითხრა, მოგვიანებით კი, როცა ლებედი მოხსნეს (სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობიდან), ყველამ გაიხსენა, რომ მე მოვიყვანე და გამრიყეს.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე პოლიტიკაში ჩავერიე. შემდეგ, როცა ლებედს გუბერნატორად ირჩევდნენ, ძველი ნაცნობობის ხათრით დავეხმარე მას კადრებით, მაგრამ პირდაპირ არ დამიფინანსებია და არც რაიმე საერთო მქონია მასთან.“

ეს, რაც შეეხება ციტატის ჩვენეულ თარგმანს. ახლა კი, ყოველგვარი გაუგებრობისა და ტრადიციული ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, ამ ციტატის ვარიანტი დედანში, ანუ, იმავე წყაროდან, რომლის გაცნობაც თავად ბიძინა ივანიშვილმა გვირჩია:

"Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком. Меня тогда включили в так называемую "семибанкирщину". Члены предвыборного штаба Ельцина, который возглавлял Анатолий Чубайс, не воспринимали Лебедя всерьез. А я разместил в офисе банка его предвыборный штаб, финансировал его раскрутку.

За месяц перед выборами все поняли, что я был прав: у Ельцина был низкий рейтинг, Лебедь на выборах отдал свои голоса Ельцину и тем самым обеспечил ему победу. Мне же тогда никто даже спасибо не сказал, а когда Лебедя снимали (с поста руководителя Совбеза), все вспомнили, что это я его привел, и сделали меня крайним. Это был единственный раз, когда я участвовал в политике.

Потом, когда Лебедь избирался губернатором Красноярского края, Иванишвили помог ему кадрами "по старой памяти". Напрямую не финансировал и не был с ним никак связан."

წყაროები:

„ვედომოსტი“, 2005 წლის 7 აპრილი.

„ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“, „ქართუ ჯგუფის“ ბროშურა, თბილისი, 2008, შპს „კოლორპრინტი“, გვ. 128.

წყარო ინტერნეტში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100