სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მამა წამიყვანე მკლავენო" - დედამ 10 წლის ბავშვი ღამით ძალის გამოყენებით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა (ვიდეოკადრები)

10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეები. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონდარღვევით აღასრულა და მძინარე ბავშვი ღამით ძალით ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა.

მამა და ბებია ამტკიცებენ, რომ ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა. ოჯახის წევრების თქმით, ძალადობრივი ქმედებების დროს ბავშვის ბებიამ დაზიანება მიიღო.

ის უკვე იმყოფებოდა ქუთაისში ექსპერტიზაზე. ბავშვის ძალით და კანონის დარღვევით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან წაყვანა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100