სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი საქართველოში „სოციალური პარტნიორობა“ აქვეყნებს ანგარიშს 2015 წელს გატარებული სამუშაოს შესახებ.

ფონდის საერთო ბიუჯეტმა, რომელიც 2015 წელს საქველმოქმედო პროგრამებზე დაიხარჯა, შეადგინა 1 982 516 ლარი. https://goo.gl/54thSu

ფონდის „შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში 740 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულმა მოხუცმა წლის განმავლობაში მიიღო პროდუქტები, მედიკამენტები და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ბევრი მათგანი ამ დახმარებამ სიკვდილისგან იხსნა.

ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და ქობულეთის ბავშვთა პანსიონში 30 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ეს ბავშვები ადრე შიმშილობდნენ და არ დადიოდნენ სკოლაში. ახლა ისინი კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ, იღებენ განათლებას, აქვთ ოთხჯერადი კვება, ახალი ტანსაცმელი და ასევე ყველაფერი რაც საჭიროა მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის! მათთან მუშაობენ სერტიფიცირებული აღმზრდელები. ბავშები დადიან სპორტზე და სწავლობენ უცხო ენებს.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროექტის ფარგლებში 70 ბავშვი, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ყოველთვიურად ფონდისგან იღებდა 100 ლარს.

ასევე „სოციალურმა პარტნიორობამ“ 2015 წლის ივნისში წყალდიდობისგან დაზარალებულებს გადაურიცხა 100 000 ლარი

ფონდის ორგანიზებით, მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების და სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ზაფზულში ქობულეთში დაისვენეს.

2016 წელს „სოციალური პარტნიორობა“ გეგმავს უფრო მეტ ადამიანს აღმოუჩინოს დახმარება და ფონდის ბიუჯეტი საქველმოქმედო პროგრამებისთვის 2,2 მილიონ ლარამდე გაზარდოს!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლიდან მუშაობს. ფონდის მზრუნველობის ქვეშ ამჟამად 700 ადამიანი იმყოფება.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: www.fsp.ge

ფეისბუკის გვერდი: https://www.facebook.com/SocialPartnership.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100