სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უცნაური“ კანონები: ინდიანაში დაგსჯიან, თუ „სახალხო ადგილებში სექსუალურად აღგზნებული“ ხართ

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დღემდე მოქმედებს კანონები, რომლის დაცვაც ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის საკმაოდ რთულია. საზოგადოების ნაწილში ამგვარი კანონების მიღება ღიმილისმომგვრელია, თუმცა დაჯარიმების პროცესი სასაცილო ნამდვილად აღარ არის. უცნაური და სახალისო კანონებით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ დგას.

ამ ქვეყნის სხვადასხვა შტატში განსხვავებული კანონები მოქმედებს. მაგალითად, რაც ჯორჯიის შტატში ისჯება, ის, შესაძლოა, დასაშვები იყოს კალიფორნიის შტატში და ა.შ. ყოველდღიურად, ამერიკელებს ასეთი კანონების დაცვა უწევთ: მაგალითად, კალიფორნიის შტატში ქალბატონებს აკრძალული აქვთ მანქანის მართვა სახლის ხალათში. აკრძალულია ასევე, მოტოციკლის ტარება საცურაო აუზში. აღმოჩნდა, რომ ამგვარი ჰობი ბევრ კალიფორნიელს აქვს, ამიტომაც აკრძალეს.

ამავე შტატში გეკრძალებათ გეხუროთ „კოვბოის“ ქუდი იმ შემთხვევაში, თუ ორი ძროხა მაინც არ გყავთ. ამავე დროს, შტატიდან გასახლება ელის ყველას, ვისაც სახლში არ აქვს ფოცხი. ჯარიმაა იმ შემთხვევაშიც, თუ ბიზონს ესვრის ვინმე სასტუმროს მეორე სართულიდან. ასეთი ქმედება ტეხასის შტატში ისჯება. ასევე, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ელის ყველას, ვინც ნიანგს მოიპარავს.

ამ კანონების ფონზე კი, კიდევ ერთი სამართლებრივი ნორმა არსებობს, რომელიც ასე გამოიყურება: დაშვებულია ქმარმა ცემოს ცოლი, თუ ეს ხდება ხალხის თვალწინ, სასამართლოს შენობის წინ.

მამაკაცებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ინდიანას ქალაქები წარმოადგენენ. აქ კაცებს აკრძალული აქვთ იყვნენ სექსუალურად აღგზნებულნი სახალხო ადგილებში, ასევე, არალეგალურია ანკესის წაღება სასაფლაოზე. პენსილვანიის ქალაქებში კი, დაუშვებლად მიიჩნიეს ერთ სახლში ცხოვრობდეს 16–ზე მეტი ქალი. ამ შემთხვევაში, მსგავსი სახლი საროსკიპოდ ითვლება.

არაერთ ადამიანს, მათ შორის ქართველებსაც აქვს ამგვარი ამოჩემება – აბაზანაში, შხაპის მიღების დროს სიმღერა. პენსილვანიაში კი ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ჯარიმაა.

აიოვას სხვადასხვა ქალაქში, მეხანძრეებისთვის უჩვეულო წესები არსებობს. სახანძრო დეპარტამენტში ზარის შესვლის შემდეგ, მათ აქვთ 15 წუთი, რათა გაიარონ პრაქტიკა(ივარჯიშონ) ცეცხლის ჩაქრობაზე, ამის შემდეგ კი გაეშურონ ხანძარმოდებულ სახლისკენ. მამაკაცებს კი აკრძალული აქვთ უცხო ქაბატონს თვალი ჩაუკრან. ამ შემთხვევაში, ქალს უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს და პროცესის მოგებაც გარანტირებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი წესებისა და კანონების დარღვევისთვის, ყოველდღიურად ასობით მოქალაქე ისჯება, თუმცა, ამერიკის სხვადასხვა შტატის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონები უნდა არსებობდეს. არც იმას გამორიცხავენ, რომ მსგავსი „არაორდინარული“ კანონების სიას, კიდევ შეემატოს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც, ისედაც წესების დაცვით „გატანჯულ“ ამერიკელებს მოუწევთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100