სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს მოსახლეობას ახალი, 2012 წლის დადგომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პირველმა მიულოცა. თავის მოკლე მიმართვაში მან ადამიანის დანიშნულებაზე ისაუბრა:

„ღვთის წყალობითა და ლოცვა-კურთხევით დაგვიდგა ახალი წელი. ახალი წელი მუდამ საიდუმლოებითაა მოცული, რადგან არ ვიცით, რა მოგველის მომავალ წელს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უფალს ვევედრებით მოგვცეს ბედნიერება, სიმშვიდე და სიხარული, მაგრამ როგორ მივიდეთ ამ ბედნიერებამდე, ხშირად არ ვიცით.

პირველ რიგში, ადამიანმა პატივი უნდა სცეს თავის მამასა და დედას, უფროსებს, სთესოს სიკეთე და ეს სიკეთე ასმაგად დაუბრუნდება უკან მასვე. უფალი ბრძანებს: „ითხოვდეთ და მოგეცესთ თქუენ, ეძიეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქუენ“. მოდით, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და ბედნიერება. ადამიანი ბედნიერებისთვისაა დაბადებული, ღმერთი მოწყალეა, ნუ შეუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც გელოდებათ თქვენ: ეს განსაცდელი წავა და მშვიდობა, ბედნიერება მოვა“, - განაცხადა პატრიარქმა, ბოლოს კი მოსახლეობა დალოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100