ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება
„თეგეტა ჰოლდინგი“, დედაქალაქთან ერთად,
რეგიონების კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ მუნიციპალური
განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა. ნაგავმზიდები,
ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი - ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა დაბა
ბაკურიანს მოემსახურება.
გიორგი
ბაინდურაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი: „მოხარულები ვართ,
რომ ბორჯომის ავტოპარკს ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ბრენდის, ფრანგული Renault
Trucks-ის უახლესი მოდელები შეემატა. ჩვენი კომერციული ტექნიკა მაღალი გამავლობისაა,
ძნელად მისადგომ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ
სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურულ
და ურბანულ განვითარებას“.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა.
გამარჯვებული „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულების გაფორმების
შემდეგ კი „თეგეტამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული
ტექნიკა მიაწოდა.
---
კომენტარი