სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას; გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, შეშელიძის, კორინთას, ბრონშტეინის, გობრონიძის, შენგელიას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ჩხენკელის და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, არქანჯელო ლამბერტის და მონპერის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ჩიქოვანის, ბზვანელის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ახოსპირელის, აბო თბილელის და გუდიაშილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100