სააკაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს
აშშ-ში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.
„შემძრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბოსტონში მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა, რომელმაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 8 წლის ბავშვის.
ღმა მწუხარების მომენტში მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ განვიცდით ამ უბედურ შემთხვევას იმ ადამიანების ოჯახებთან ერთად, ვინც ამ შემზარავ ფაქტს შეეწირა.
სრულიად საქართველო იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ქართველი ერის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი.“ ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში
ორი თვითნაკეთი ბომბი ბოსტონში, მარათონზე აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები. აფეთქება მოხდა ბოსტონის კენედის სახელობის ბიბლიოთეკაშიც, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა კავშირი მარათონსა და ბიბლიოთეკაში მომხდარ შემთხვევებს შორის.
კომენტარი