დაკავებულია „ეფესბეს“ აგენტი, რომელიც ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა
უჟგოროდში, უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული 25-კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ აგენტი ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.
ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ წერს.
მედიის ცნობით, დივერსიული ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის გარდა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავდა.
„იგეგმებოდა დანაყოფის კიევში ჩაყვანა და სამთავრობო კვარტალში დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება,“ აღნიშნულია „უნიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი