სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურსტოიოტა ცენტრი ბათუმიდააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. ტოიოტა ცენტრი ბათუმი უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას.

ტოიოტა ცენტრი ბათუმმაწინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა - მარიამ გურგენიშვილს, რომელიც გემის პირველი ქალი მექანიკოსია და მარიამ ტუსკიას, რომელიც გემის მომავალი კაპიტანია.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმისდირექტორი: მეზღვაურების მხარდაჭერატოიოტა ცენტრი ბათუმისსტრატეგიის ნაწილია, რადგან მეზღვაურის პროფესია ჩვენს რეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძოა. გვიხარია, რომ შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიან და ხელს უწყობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ მხარში ვუდგავართ მომავალ მეზღვაურ გოგონებს, რომლებმაც ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახეს და ამ .. არაქალურ საქმიანობად მიჩნეული სპეციალობის არჩევით გაბედული ნაბიჯი გადადგეს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და ამით სხვებისთვისაც ხდებიან დიდი მოტივატორები“.

სტუდენტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. დასაფინანსებლად შერჩეული კანდიდატი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს მეზღვაურის პროფესია და რეალურად აპირებს, გაჰყვეს ამ საქმიანობას. სწორედ ასეთი სტუდენტი აღმოჩნდა ლიზი ქავთარაძე, რომელიც მეზღვაურის პროფესიით ბავშვობაში დაინტერესდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე 11 წლის ასაკში სოციალურ ქსელში მეზღვაურ გოგონაზე შემთხვევით ნანახმა სტატიამ მოახდინა.

ლიზი ქავთარაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი: ადრეული ასაკიდანვე მიზიდავდა ზღვა და ძალიან დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. მეზღვაურობაზე ფიქრი თავიდან ყველას ბავშვური გატაცება ეგონა, თუმცა ოჯახი და მეგობრები დავარწმუნე, რომ ეს ჩემი გულწრფელი არჩევანი იყო. ამ ეტაპზე, როგორც სტუდენტისთვის, მთავარი გამოწვევაა, წარმატებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომლებიც გემის კაპიტნობამდე ღირსეულად მისასვლელად მჭირდება და შემდეგ უკვე შორეულ ნაოსნობაში წავიდე. მეზღვაურებს წლების განმავლობაში ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის. ამ საინტერესო მოგზაურობის საწყის ეტაპზე ვარ და ჩემთვის დიდი მოტივატორია, რომტოიოტა ცენტრი ბათუმიმხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ერთდროულად, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოც არის და სასიხარულოც. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და შრომით იმედებს გავამართლებ.

ჩემი დაკვირვებით, საზღვაო სფეროში ქალთა ჩართულობა იზრდება. ადრეულ წლებში, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონა მეზღვაური გამხდარიყო. გოგონებს, რომლებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ, მოვუწოდებდი, რომ სჯეროდეთ თავიანთი თავის და თუ მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. არ არსებობს სტერეოტიპი, რომლის დამსხვრევაც შეუძლებელია“.


ლიზი ქავთარაძეს სჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენით, მტკიცე ხასიათით, მონდომებითა და პროფესიის სიყვარულით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებს, რაც თან ახლავს მეზღვაურის პროფესიას. ამაყობს, რომ წვლილი შეაქვს სტერეოტიპების მსხვრევაში და მაგალითს აძლევს სხვა გოგონებს, რომლებიც გაბედული ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ.

ტოიოტა ცენტრი ბათუმისამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.

­­__

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსშიშემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულადტოიოტასმარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100