სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის მთავრობა ღარიბაშვილს ციტირებს და "ოცნების" ხელისუფლებას აქებს

პუტინის მთავრობა საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს და მინისტრთა კაბინეტს აქებს.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ლავროვმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაიხსენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება "უპრეცედენტო ზეწოლის" პირობებში რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება".

"საქართველო ზეწოლას პასუხობს: ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით"- თქვა ლავროვმა.

ვციტირებ პრემიერის და მისი მინსტრებისას, რომელებიც უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში, სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის საკითხებში, იქ უკვე ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის - "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს, და ვხელმძღვანელობთ იმ ინტერესით, რაც სასარგებლოა ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის".

მათ (დასავლეთს) სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში, ამაში ეჭვი არ მეპარება. იმისავის რომ ამ რეგიონში კონსტრუქციული განვითარების პირობები შექვმნათ, ჩვენ მხარს უჭერთ 3+3-ის ფორმატით ურთიერთობას"- აცხადებს ლავროვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100