სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ივანიშვილის სახელით არაფორმალური გარიგება შემომთავაზეს... მე მათ ვუთხარი უარი“ - ნოდარ მელაძე

ხალვაშის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირი და გარიგება შემომთავაზეს - ამის შესახებ განცხადება ნოდარ მელაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, გარიგების პირობა იყო, რომ ყველა თემა მისი ნდობით აღჭურვილ პირთან უნდა შეთანხმებულიყო.

მითხრეს, რომ მე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას საინფორმაციოს უფროსად უბრალოდ უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი, ეს არ იქნებოდა ნაცვლიშვილი და ყანდიაშვილი, იქნებოდა ადამიანი, რომელთანაც კონკრეტული თემატიკა უნდა დამეგეგმა.

საჭირო იყო ტემპერატურის და კრიტიკულობის ხარისხის დაწევა

მითხრეს, რომ შესაძლო კორუფიუცლ გარიგებებზე ივანიშვილის ინტერესებშიც შედიოდა სიუჟეტების მომზადება, თუმცა რაღაც თემებს არ უნდა გავკარებოდით. მე ვუთხარი არა და არ ვაპირებ სახელსიუფლო მედიაში მუსაობას, ტრელევიზია რომელშიც ვიმუშავებ იქნება კრიტიკული.

მე ვუთხარი არაფორმალურ გარიგებაზე უარი, პაატა სალიამ ხალვაშის დავალებით გაყინა ჩემი ხელფასი, მე შეტყობინება გავაგზავნე და ველოდი რომ პაუსხი იქნებოდა ფინანსური პრობლემა არხზე. 2 კვირის წინ სალიამ მითხრა რომ კაცურად ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა იცრუა და ამის შემდეგ გავიდა 10 დღე და დღეს მიიღო გადაწყვეტილება ჩემს გათავისუფლებაზე“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100