ლაგოდეხში პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა
ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
როგორც რესტორნის მეპატრონე აცხადებს, მამაკაცი ნათლობას აღნიშნავდა და შენობიდან გასვლის შემდეგ კი პოლიციელთან უთანხმოება მოუვიდა.
მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა.
ამ დორისთვის დაჭრილი მოქალაქე გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დაპატიმრებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებული პოლიციელი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და ის ამ დროისათვის სამართალდამცავთა რიგებში აღარ ირიცხება. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
კომენტარი