სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამარჯობათ - მე “სიყვარულვერმიმხვდარი” გოგო ვარ და მომილოცეთ, ჩემმა სიყვარულმა ცოლი მოიყვანა

იმდენი რაღაც მაქვს დაგროვილი, არვიცი საიდან დავიწყო... მაწუხებს უნდა ამოვიღო, მაგრამ ვერ ვშვები, იმდენად დაცარიელებული ვარ.... სიტყვებს ვერ ვუწყობ ერთმანეთს და საერთოდაც არვიცი რისი ამოღება მინდა, იმის ,რომ რამდენიმე დღეა უაზროდ ვგლოვობ რაღაცას, რაც მნიშვნელოვანი ყოფილა, თუ იმის რომ ამდენი წელი საკუთარ თავს იმაში ვარწმუნებდი, რომ დამთავრებული მქონდა ამბავი, რომელიც დღეს მტკივა?.... ხო მტკივა... ყრუდ, უგრძნობლად, შემჩნევის გარეშე, მაგრამ ვხდები რომ სხეულის ნაწილებს მართმევს... ყოველდილას ახალი სისულელის გამოგონებით ვიწყებ, თუმცა მაინც ვერ გადავფარე ამბავი, რომელსაც ამ წამსაც კი არ ვაღიარებ...

რას არ ვაღიარებ? გამარჯობათ - მე სიყვარულვერმიმხვდარი გოგო ვარ და მომილოცეთ ჩემმა „ყოფილმა“ სიყვარულმა ცოლი მოიყვცანა...

ფსიქოლოგიური მდგომარეობა? - მხიარული დეპრესია და თვითგადარჩენის ინსტიქტი აღმენიშნება.... საქმე ის გახლავთ, რომ სანამ საკურთხეველთან საპატარძლო კაბაში გამოწყობილ „მდედრთან“ არ დავინახე მანამდე ვერ მივხდი რომ მიყვარდა. ამის ვერ მიხვედრას სხვა მიზეზებიც აქვს, თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს თავის გამართლებას ... მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ გადაყავრების ინსტიქტით შეპყრობილ ადამიანებს ნაგროვები ემოციები ცუდად უხეთქავთ ხოლმე... რაღაც გააზრებულად რომ გტკივა და აღიარებ, აქ ამბის გადატანის ჯანმრთელი მეთოდით გადალახვის პერსპექტივა მაინც გაქვს... ჩემს შემთხვევაში კი ჰაერში გამოკიდებულ დაცარიელებულ არსებას ემსგავსები და ვერც კი ხვდები რა განადგურებს.

არასოდეს ეტიპოთ საკუთარ თავს გრძნობებთან დაკავშირებით, აღიარეთ თუნდაც ცალმხრივი შეყვარებულობა და გაიაზრეთ, რომ შეიძლება ამან ძალიან გატკინოთ. ხელი გაანძრიეთ და თუ საჭიროა თამაშშიც ჩაებით, დასაწყისშივე არ მიატოვოთ ბრძოლა იმ განწყობით, რომ თუ ჩემი ბედია საკუთარი ფეხით უკან დაბრუნდებაო...

თან ამ „ცოლის მოყვანის ცერემონიას“ თავის დასამშიდებლად არც 90-იანების დამახასიათებელი მეთოდები ახლდა წინ, როცა გოგო თუ ბიჭი შეუღლების წინ საყვარელ ადამიანთან მიდიოდა და ეუბნებოდა ხვალ ცოლს ვირთავ, ან ვთხოვდები, მაგრამ შენ მიყვარხარ და ამას იმიტომ ვაკეთებ შენ რომ დაგივიწყოო. გამოდის რომ ვერც ამით ვინუგეშებ თავს...

მოკლედ ისღა დამრჩენია ცხოვრების ახალი სუფთა ფურცელი ავიღო და მასზე ასოების წერა თავიდან ვისწავლო. თქვენ კიდევ დაფიქრდით და ქორწილის წინა დღემდე ნუ იფიქრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანი თქვენთვის, თორემ ხვალ შეიძლება თქვენი სიყვარული უღელშებმული იყოს, ჯვარდაწერილიც და მერე დადექით და წერეთ „ჩანაწერები“ გროძნობავერმიმხვდარი არსების შესახებ, რომლის სიყვარულმაც უკვე ცოლი მოიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100