სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდის მოყვარულებო, აქ თქვენ გელიან...

13-14 ივლისს, დედაქალაქი „ვარდების მოედანზე“ „თბილისის ლუდი ფესტივალს“ უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი და სპონსორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარი“ იქნება.

ლუდის ფესტივალი, სადაც ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება მოხვედრა, უამრავი გასართობის და საინტერესო კომპონენტისგან შედგება. ისევე როგორც შარშან ფესტივალზე იქნება ბევრი ცოცხალი მუსიკა, მოედანზე დამონტაჟებულ სპციალურ სცენაზე ორი დღის განმვალობაში გაიმართება ცოცხალი კონცერტი ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით, როგორიცაა „მელოუ“, „სვანსიხი“, „ლაუდსფიქერსი“, „სალიო“, „ზარები“, „ზურგი“, ელენე კალნადაძე. ფესტივალს დახურავს ჯგუფი „შინი“.

გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასვა სახის შეჯიბრებები ლუდის სმაში. წელს ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100