სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე აქტიურ ბანკად

თბილისი, 16 მაისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა EBRD-ის ჯილდოს, „2016 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა.

EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმ დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100