სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამშრომლობის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანამშრომლობის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ანრი დე რენკური წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ბათუმში გაიმართა.

წმინდა გიორგის ორდენი რენკურს საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარ პარტნიორს წარმოადგენს და მისი როლი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანია.

სააკაშვილმა ასევე საფრანგეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, რენკურმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ისტორიული მოვლენების დროს საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო.

"საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ცდილობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე იმუშაოს" - აღნიშნა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100