მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება
ღირსი მამა გაბრიელის
წმინდა ნაწილები
სამების საკათედრო
ტაძარში კიდევ
რამდენიმე კვირით
დარჩება. ეს
გადაწყვეტილება საპატრიარქომ
მომლოცველთა სიმრავლის
გამო მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
საპატრიარქომ დღეს
მორიგი განცხადება
გააკეთა. საპატრიარქოში
განცხადება გორისა
და ატენის
მიტროპოლიტმა ანდრია
გვაზავამ წაიკითხა.
"ვითვალისწინებთ
რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება,
ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებობა ჰქონდეს",
- ნათვქამია
საპატრიარქოს
განცხადებაში.
კომენტარი