სასწაული თბილისში
6 წლის ნიკოლოზ ღაჭავა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ნიკოლოზი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, თუმცა მას სხეულზე მხოლოდ მცირე ნაკაწრები აღენიშნება. შემთხვევა გლდანის რაიონში მოხდა.
შემთხვევის დროს 6 წლის ნიკოლოზი სახლში მარტო იმყოფებოდა. მეზობლების გადმოცემით, ბავშვი ჯერ სარეცხ თოკს ჩამოეკიდა, ხოლო შემდეგ ის გვერდით კორპუსთან მდებარე ნაძვმა შეაკავა, რის შედეგადაც ბავშვი მეორე სართულზე, მიშენებაზე დაეცა.
დაცემამდე მეზობლებმა მის გადასარჩენად ლეიბის დაფენა მოასწრეს. ნიკოლოზი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი