სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

31 დეკემბერს სრულიად პრაღამ ვაცლავ ჰაველს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი

2011 წელი ჩეხეთში ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ხსოვნის წლად გამოცხადდა და, აქედან გამომდინარე, დეკემბერში გარდაცვლილი ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას 31 დეკემბრის ღამეს უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი.

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, სადაც აღმართულია ვაცლავ ჰაველის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, ათასობით ჩეხი შეხვდა ახალ წელს და სანთლები აანთო. სხვადასხვა სააგენტოებმა პრაღაში გადაღებული ფოტოები კომენტარის გარეშე გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ ვაცლავ ჰაველი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოდან უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სწორედ ჰაველი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და ევროპას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა, ხოლო იმაზე აპელირების შემდეგ, თუ ვინ დაიწყო ომი, განაცხადა:

” დიდი სახელმწიფო ყოველთვის იპოვის ან შექმნის საბაბს, რათა შეიჭრას იმ მეზობელთან, რომლის დამოუკიდებლობა მის აღშფოთებას იწვევს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერმა მტრულ მოქმედებებში დაადანაშაულა პოლონელები 1939 წელს, ზუსტად ისევე, როგორც სტალინი დაესხა თავს ბრალდებებით ფინელებს, როცა მათ ქვეყანაში შეიჭრა 1940 წელს. ასევე, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაში მთავარი საკითხია ის, თუ რომელი ქვეყანა შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე, და არა ის , თუ ვისმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველმა.”

ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს პრაღაში სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო, 2011 წლის მარტში კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაცლავ ჰაველს წმინდა გიორგის ორდენი მიენიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100