სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერე რა რომ ომი გვქონდაო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართველი პრიმა ბალერინა 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, გამართლება არ აქვს.

მისივე თქმით, ეს ანანიაშვილის პირადი არჩევანია.

"როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო, არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წთ უკრავდა ხალხი ტაშს, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ რომ მომწონსთქო, ამას გამართლება არ აქვს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100