ხელისუფლების ახალი ინიციატივა - წარმატებულ ახალგაზრდებს მერია სწავლის საფასურს 100 პროცენტით დაუფინანსებს
სტუდენტური აქციების ფონზე ხელისუფლება ახალგაზრდებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის. წარმატებულ ახალგაზრდებს მერია სწავლის საფასურს 100 პროცენტით დაუფინანსებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით ინიციატივა სოციალურად დაუცველ და წარმატებულ ახალგაზრდებს შეეხებათ:
„სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა თუ რა თანხით იქნებიან დაფინანსებული, დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე. 100% ვაფინანსებთ ჩვენ მაღალი აკადემიის მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით არის გაზრდილი სტუდენტების რაოდენობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პირველი, გაიზარდა აკადემიური მოსწრების სტუდენტების რაოდენობა და ზოგადად, პროგრამა საინტერესო არის მათთვის,“- განაცხადა კალაძემ.
კომენტარი