25 წლის მასწავლებელი საკუთარ მოსწავლესთან ინტიმური ურთიერთობის გამო პოლიციამ დააკავა
ორი შვილის დედა და სოციოლოგიის მასწავლებელი მედელინ არნეტი პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მას ბრალი ედება თავის მოზარდ მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი. როგორც ცნობილია, სამართალდამცავ სტრუქტურას ამავე სკოლის მოსწავლეებმა აცნობეს მათი კავშირის შესახებ. 16 წლის ბიჭის თანაკლასელებს მათი მიმოწერაც ჰქონდათ წაკითხული, სადაც მასწავლებელი „ბინძურ“ ტექსტებს სწერდა მოზარდს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჰაიოს შტატის კანონმდებლობით, მოზარდის ასაკი 16 წლამდე განისაზღვრება და ამის შემდეგ მასთან სქესობრივი აქტი პედოფილიად არ განიხილება, მედელინს მაინც მკაცრი სასჯელი ელის, რადგან ის მოზარდი ბიჭის მასწავლებელი იყო და მასზე დაკისრებული მოვალეობა ბოროტ გავლენად გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ინტიმური ურთიერთობა სკოლის ტერიტორიაზე ჰქონდათ. გარდა ამისა, ქალი ბიჭს ფულსაც აძლევდა, რათა არავისთვის მოეყოლა ეს ამბავი.
კომენტარი