სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაიხურება თუ არა “კომედი არხი”? - ნიკა გვარამიას და ვანო ჯავახიშვილის კომენტარი

რუსთავი 2-ში“ გამართული თათბირის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია “კომედი არხის” შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც გვარამიამ მოგვიანებით უარყო.
“კომედი არხის“ შესაძლო დახურვასთან ერთად, ასევე საუბარია თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირებასა, და ასევე წილების გადანაწილებაზე.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არცერთი ზემოხსენებული საკითხი თათბირზე არ განუხილავთ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე.

ინფორმაციას, თითქოს თათბირზე „კომედი არხის“ შესაძლო დახურვის, თანამშრომლებისა და ბიუჯეტის შემცირების საკითხები განიხილებოდა, არ ადასტურებს „კომედი ჯგუფის“ ხელმძღვანელი და „ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100