კონგრესმენი: "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს"
"ქართული ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა გააკეთა.
კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებული მოხსენების დროს ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრა, რომელიც 29 აპრილს შედგა.
"ბოლოს აღვნიშნავ, რომ ამ ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც" - ამბობს კინი და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებისადმი. სამწუხაროდ, მათ ძალადობრივი დარბევებითა და დაკავებებით დახვდნენ.
“უცხოური აგენტები” კანონპროექტზე მიმდინარე საუბრების შუაგულში “ქართული ოცნების” ლიდერი გამოსვლაში დაიმუქრა “სასტიკი შურისძიებით” მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რომელიც კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.
მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე.
ბოლოს აღვნიშნავ, რომ ამ ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელიან უფრო ახლო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება,” - განაცხადა კინმა.
კომენტარი