“ წონასწორობა დავკარგე და შევცდი. მრცხვენია ჩემი საქციელის" - უილ სმიტის "აფეთქება" "ოსკრით" დაჯილდოების ცერემონიაზე: რას აცხადებს მსახიობი დღეს?
ოსკარის 94-ე ცერემონის გმირიც და ანტიგმირიც მსახიობი უილ სმიტი გახდა. ის ჯერ სცენაზე აიჭრა დაკრის როკს სილა გააწნა, ხოლო ამ სკანდალიდან დაახლოებით ნახევარ საათში კი კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. ამჯერად უილ სმიტი ძალადობის გამოვლენისთვის საჯაროდ იხდის ბოდიშს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "ძალადობა, როგორი ფორმისაც უნდა იყოს ის, დამღუპველია. ოსკარის ცერემონიაზე ჩემი საქციელი მიუღებელი და უპატიებელი იყო. ხუმრობა ჩემი საქმის ნაწილია, მაგრამ ჯეიდას ჯანმრTელობის მდგომარეობაზე ხუმრობა ჩემთვის ზედმეტი იყო და ამიტომაც მქონდა ასეთი ემოციური რეაგირება. კრის, მინდა, საჯაროდ მოგიხადო ბოდიში. წონასწორობა დავკარგე და შევცდი. მე მრცხვენია ჩემი საქციელის. ეს საქციელი არ მეტყველებს იმაზე თუ როგორი კაცი მინდა ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არ არის. ასევე, მინდა ბოდიში მოვუხადო აკადემიას, შოუს პროდიუსერებს, დამსწრე საზოგადოებას, ყველას მსოფლიოში, ვინც უყურა ცერემონიას. პატივისცემით უილი“- წერს მსახიობი.
კომენტარი