სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ადამიანი X“-ების ახალი ფილმი შეცდომების რაოდენობით ლიდერობს

მეთიუ ბონის ნამუშევარი, „ადამიანი X“-ების ახალი ნაწილი 2011 წელს შეცდომების რაოდენობით ლიდერობს. „Movie Mistakes“-ის წარმომადგენლებმა შეადგინეს სია, სადაც 24 შეცდომაა ჩამოთვლილი.

ერთ-ერთ მოქმედებაში, ემა ფროსტის გმირს ვარცხნილობა ეცვლება. ამასთანავე, ყურადღებიანმა მაყურებლებმა შეამჩნიეს სიუჟეტური შეუსაბამობები ამავე ფილმის სხვა ნაწილებთან.

ფილმის ახალი ნაწილი ფართო ეკრანებზე 2011 წლის ივნისში გამოჩნდა და მან უკვე მოახერხა, 320 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება, მისი ბიუჯეტი კი სულ 160 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.

აღნიშნულ კატეგორიაში ლიდერობენ, „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირზე“, ცამეტი შეცდომით და „პოლი: საიდუმლო აგენტი“ – 12 შეცდომით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100