სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონელთა დასახმარებლად ლედი გაგა საკუთარ ჭიქას გაყიდის

ლედი გაგამ, რომელიც იაპონიაში საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, კონცერტის სახელწოდებაა „MTV Video Music Aid Japan“, 23 ივნისს თაყვანისმცემლებს მიმართა და მოუწოდა ქვეყნის დახმარებისკენ. მომღერალმა გადაწყვიტა, რომ აუქციონზე თავისი ჭიქა გაიტანოს.

ლედი გაგამ განაცხადა, რომ რადიაციის გაჟონვა არ შეიძლება იყოს ქვეყნის მონახულებაზე უარის თქმის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ტურისტებისთვის სრულიად უსაფრთხოა. მომღერლის თქმით, ტურიზმის განვითარებას შეუძლია დაზარალებული ქვეყნის დახმარება. აღნიშნული მიზნისა და გეგმებისათვის, მუსიკოსმა ტოკიოს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიისგან სერტიფიკატიც კი მიიღო.

ამასთანავე, მომღერალმა თაყვანისმცემლებს დაპირდა, რომ აუქციონზე გაიტანს ჭიქას წარწერით, „ვლოცულობ იაპონიისთვი“, რომელზეც თავის ტუჩის საცხის ანაბეჭდებს დატოვებს. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მიწისძვრის შემდეგ მან ჩაატარა აქცია, რომელზეც თვითნაკეთი სამაჯურები, ხუთ დოლარად გაყიდა და სულ 250 ათასი ამერიკული დოლარი მოაგროვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100