ამერიკაში მილიონერი ძაღლი მოკვდა
ამერიკაში მილიონერი ფინია სახელად Trouble მოკვდა. მას ქონება – სულ რაღაც 12 მილიონი, თავისმა პატრონმა ექსცენტრიულმა ლეონა ჰელმსლიმ დაუტოვა, მაშინ, როცა მილიარდერის შვილიშვილებს არაფერი ერგოთ (თუმცა, მოგვიანებით, 6-6 მილიონის მიღება მაინც მოახერხეს).
პატრონის სიკვდილის შემდეგ ფინიას საცხოვრებელი შეუცვალეს, რადგან მის სახელზე გამუდმებით მოდიოდა მუქარის წერილები. ძაღლი-მილიონერი 12 წლის ასაკში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გულის შეტევით დაღუპულა, თუმცა მისმა მეურვეებმა ამის შესახებ მხოლოდ ეხლა განაცხადეს. თუმცა მანმადე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძაღლისათვის მხოლოდ 2 მილიონი დაეტოვებინა და დანარჩენი 10 მილიონი საქველმოქმედო ფონდში მიემართა. გახდა თუ არა ეს გადაწყვეტილება Trouble-ის გულის შეტევის მიზეზი, უცნობია.
კომენტარი