სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „მათ ხალხი შემოეცალათ, რადგან ბათუმი ნახეს და პირები დააფჩინეს...“

მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, როგორ მოიქცეოდა, თვითონ რომ ყოფილიყო იმავე ხელისუფლების ოპოზიციაში, რომლის პირველი პირი ახლა თვითონაა. „თუ მთლად ვერ ჩამოვაგდებდი, გვარიანად შევაჯანჯღარებდი მაინც“, - ამბობდა პრეზიდენტი. ამით ის, ნებსით თუ უნებლიედ, იმასაც აღიარებდა, რომ ხელისუფლებას შეცდომები აქვს ( ეს ბუნებრივია) და იმასაც უსვამდა ხაზს, რომ ოპოზიცია უსუსურია.

კაცმა რომ თქვას, ოპოზიციის უსუსურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად პრეზიდენტის მტკიცებულებები არ არის აუცილებელი: ხალხი ისედაც ხედავს, ვინ ვინ არის და ვის რისი შესაძლებლობა აქვს. „დრონი. ჯი“ დღეს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში უკვე აღნიშნავდა, რომ „ქართულ პარტიას“ ბათუმში ფართოდ დაანონსებული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ჩაუვარდა. აჭარაში თბილისის სპეკტაკლის რეპეტიცია არ შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სარფში სტუმრობისას „ქართული პარტიის“ აჭარული კრახის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან მიზეზზე ისაუბრა.

"გუშინ ტელევიზორში მოვკარი თვალი რუსეთიდან მართულმა ერთ-ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა - ექსკურსიაზე რომ დაჰყავთ ხოლმე ასე ჩასვეს ავტობუსებში ხალხი და ვითომ აქ რაღაცეების ჩასატარებლად და ასარევად ჩამოვიდნენ. მაგრამ ორ წუთში ხალხი შემოეცალათ, რადგან მათ ბათუმი არ ჰქონდათ ნანახი და ყველამ პირები დააფჩინა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალებისგან ჩამოყვანილი ხალხი, რომელსაც საპროტესტო აქცია უნდა ჩაეტარებინა ბათუმში გაოგნებულები და აღფრთოვანებულები დადიოდნენ.

"ეს არის ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომლიც თითეულ ქართველს სიამაყით აღავსებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვერაფერს იტყვი, ზოგიერთმა თბილისელმა და რეგიონიდან დედაქალაქში ჩასულმა „ქართული პარტიის“ მხარდამჭერმა აჭარული ტურნე სათავისოდ მშვენივრად გამოიყენა: ბათუმი დაათვალიერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100