ბრიჯიტ ბარდოს ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა
დაახლოებით ერთი საათის წინ ‘ბი-ბი-სი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გერმანელმა მილიარდერმა გიუნტერ ზაქსმა - ხელოვნების ნაწარმთა ცნობილმა კოლექციონერმა და ფრანგი კინოვარსკვლავის, ბრიჯიტ ბარდოს ყოფილმა ქმარმა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ ზაქსმა ტყვია მკერდში დაიხალა. შემთხვევა შვეიცარიის კურორტ გშტადში, მილიარდერის კუთვნილ ციხესიმაგრეში მოხდა.
60-იანი წლების საზოგადოებაში ზაქსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო. იგი სამჯერ იყო დაოჯახებული, მიიღო რამდენიმე ჯილდო ფოტოგრაფიასა და დოკუმენტალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. სწორედ მის სახელს უკავშირდება მსოფლიოსთვის ენდი უორჰოლის შემოქმედების გაცნობა.
კომენტარი