ინტელექტ კლუბი გვარამიას გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებს
"მოგმართავთ თხოვნით გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია წინასწარი პატიმრობიდან. ჩვენ, დარწმუნებულნი ვართ რა, რომ ნიკა გვარამია არ შეუქმნის გამოძიების მსვლელობას ხელს გათავისუფლების შემთხვევაში, ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, თავდებად დავუდგეთ მას საქმეზე გამოძიების დასრულებამდე."
აღნიშნული განცხადება, სოცალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ გვერდზე „გამოუშვით ნიკა გვარამია“ გავრცელდა.
პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას ინტელექტ კლუბის წევრები მოაწერენ ხელს.
„შენ ეგ ტექსტი იურიდიულად გაასწორებინე, ამობეჭდე და მოიტანე რ2-ში! მოაზროვნეები ხელს მოაწერენ! ოღონდ ეგ უნდა იყოს არაპოლიტიკური ტიპების თავდები...“ -წერს ინტელექტ კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე
კომენტარი