საყიდლების ციფრული ველი - veli.store ელ.კომერციის ბაზარზე
Veli.store ელექტრონული ბაზრის ახალი მოთამაშეა, თუმცა სასიამოვნო
სიახლეებით გამომწერების განებივრება გამოჩენის პირველივე დღიდან დაიწყო. კომპანიის
ვებგვერდზე იხილავთ უამრავ ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე ქართულ ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომი
არ ყოფილა.
ბრენდის მიზანი საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვა
და ამ გზით, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. Veli.store-ის ახალი კამპანიაც სწორედ
ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება: www.veli.store-ზე შესული ადამიანი დარწმუნდება, რომ ამ ციფრულ სივრცეში ყველაფერი არის, რაც მას სჭირდება
და სტერეოტიპული წარმოდგენებისგან განსხვავებით, შეძენისას სრულად უმტკივნეულო და კომფორტული სერვისით ისარგებლებს.
ყოველდღიური საყიდლების ციფრული ველი, ამ ეტაპზე, 8 კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკა, სილამაზე
& თავის მოვლა, წიგნები, ბავშვის მოვლა, სათამაშოები, სახლის მოწყობა, საკანცელარიო
ნივთები და სახლის მოვლა.
„ვფიქრობთ, ველის ამბავი
ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად იქნება შემდეგი: დიდი ასორტიმენტი; ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობა; მარტივი და
კომფორტული UX; კონკურენტული ფასები ტრადიციულ რეთეილთან მიმართებით; სწრაფი და უფასო
მიტანის სერვისი, რაც გულისხმობს, რომ თბილისში მომხმარებლის კართან, საშუალოდ, 3 საათში
მიგვაქვს შეკვეთა, რის შედეგადაც, მომხმარებელი ზოგავს 2 ძალიან მნიშვნელოვან რესურსს
- დროსა და ფულს.“ - არჩილ ფირიაშვილი, veli.store-ის დირექტორი.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მასშტაბით შეძენილი პროდუქტების მიწოდება იმავე
დღეს, 3 საათში ხდება, ხოლო მიტანის სერვისი უფასოა.
ველი რეგიონების მასშტაბითაც
ოპერირებს და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია პლატფორმით ისარგებლოს. რეგიონების შემთხვევაში, მიწოდების დრო, ამ ეტაპზე, 3-5 სამუშაო დღეა.
კომენტარი