სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო წნეხის შემდეგ, შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საერთაშორისო წნეხის გამო, ხელისუფლება იძულებულია, მესამე პრეზიდენტს მისი ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის საშუალება მისცეს.

"ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე ძალიან დიდი ხანია იზოლაციაში აქცევს ხელისუფლება, ცდილობს ყოველ შემთხვევაში. ამის ნათელი მაგალითი იყოს ის, რომ არ მოიყვანეს არცერთ სასამართლო პროცესზე, საქმეები, რომელშიც მონაწილეობდა სხვა პირებთან ერთად, გამოყვეს ცალკე, შეუზღუდეს სატელეფონო კავშირის უფლება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო იმის მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა არანაირი კომუნიკაცია ქართველ ხალხთან, თუმცა ეს მცდელობები გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოჩნდა უნაყოფო.

მოხდა ის, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი წარდგება და მას ექნება საშუალება, რომ უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს არათუ იმ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოსთან, რომელიც ასამართლებდა დასწრების გარეშე, არამედ ქართველ ხალხთან, რომელიც ამ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალყურს", - თქვა შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100