სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბი გალის მოსახლეობას აფხაზურისა და რუსულის სწავლას აიძულებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა, თავისი ოფიციალური „წინასაარჩევნო კამპანია“ გალის რაიონში დაიწყო. ანქვაბს მხარს უმშვენებდნენ „ვიცე –პრეზიდენტი“ მიხეილ ლოგუა და მისი საარჩევნო შტაბის თავჯდომარე, ლეონიდ ლაკერბაია.

ანქვაბის მხარდასაჭერად, გალის ცენტრში მოსახლეობა შეკრიბეს. „საპრეზიდენტო კანდიდატი“ მათ შეპირდა, რომ სამუშაო ადგილებს ორჯერ გაზრდის. ,,ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სოფლის მეურნეობა, უკეთესობისკენ შევცვალოთ გალის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. აფხაზეთის ეკონომიკა გალის რაიონის ეკონომიკის გარეშე ვერ იარსებებს. გპირდებით, რომ აფხაზეთს ფეხზე დავაყენებ,“– განუცხადა შეკრებილ მოსახლეობას ანქვაბმა.

მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსახლეობას ასევე ,,ახარა“, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, სკოლებში გააძლიერებს რუსული და აფხაზური ენების შესწავლას. მისი თქმით, ეს სურთ როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს, რათა მათ შვილებს რუსეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაბარება რ გაუჭირდეთ.

ცნობილია, რომ გალის რაიონის მოსახლეობას, პერიოდულად, პრობლემები ექმნება ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, რუსი ოკუპანტები ხშირად ქართულ სკოლებსაც ძარცვავენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აფხაზური ბანდფორმირებები იმ პედაგოგებს ატერორებდნენ, რომლებიც სკოლებში ქართულ ენას ასწავლიდნენ.

ქართული ენის მასწავლებლების თქმით, თუ გაკვეთილზე უცხო პირები ესწრებიან, მათ გაკვეთილის რუსულ ენაზე ახსნა უწევთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, დამსწრე პირებისგან შეურაცხყოფას და მუქარას იღებენ. ქართულმა მხარე არაერთხელ ისაუბრა ამ პრობლემების შესახებ, თუმცა, უშედეგოდ.

გალის რაიონის მცხოვრებლების თქმით, აფხაზური და რუსული ენა გალში არავის სჭირდება, რადგან გალის სკოლადამთავრებულების უმრავლესობა, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. მათთვის გაურკვეველია, რაში სჭირდებათ აფხაზებს რუსული ენის გაძლიერებული სწავლება მაშინ, როცა თავად აფხაზური ენა, აფხაზების უმრავლესობამ არ იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100