„კაიზერი“ ცოცხალი ბავარიული ლეგენდა
კომპანია „ნატახტარმა“ ახალი ლუდის - ხორბლის გაუფილტრავი კაიზერის წარმოება დაიწყო, რომელიც ლუდის სხვა სახეობებისგან განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლისთვის ის უკვე საქართველოში ექსკლუზიური ლიცენზიითა და გერმანული ტრაციების გათვალისიწნებით ჩამოისხმევა.
კომპანიამ ახალი ლუდის პრეზენტაცია რესტორან „ბიერ გარდენში“ გამართა და ხორბლის გაუფილტრავი კაიზერის დეგუსტაციაც მოაწყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ხორბლის გაუფილტრავი ლუდის მასობრივი წარმოება ხდება.
„აღნიშნული ლუდი ძირითადად ბავარიაში იწარმოება და საკმაოდ რთული წარმოების პროცესით ხასიათდება. ამ მიზეზის გათვალისწინებით ლუდის მწარმოებელი კომპანიები ერიდებიან მის წარმოებას. ჩვენ ეს გავბედეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. შედეგად მივიღეთ უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი პროდუქტი,“ - მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს კომპანია „ნატახტარის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ქოქიაშვილი.
„საქართველოში პირველად მოხდა ხორბლის გაუფილტრავი ლუდის წარმოება. ეს არის ლუდი, რომლის გემო და არამატი არასოდეს დაგავიწყდებათ,“ - მიაჩნია კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორს თორნიკე ნიკოლაიშვილს.
საქართველოში ლუდის გერმანული ცნობილი ბრენდის „კაიზერის" ჩამოსხმის ოფიციალური უფლება, პირველად კომპანია „კაიზერ ბრაუსის" ისტორიაში, საქართველომ, უფრო კონკრეტულად კი კომპანია "ნატახტარმა" მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ "კაიზერის" ბოთლზე უკვე დატანილია წარწერა - Made in Georgia. "ლუდსახარშმა "ნატახტარმა" გერმანულ კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას და "ნატახტარი" საქართველოში ლიცენზირებული "კაიზერის" ჩამოსხმას აქტიურად შარშან, აგვისტოდან დაიწყო.
კომენტარი